VIDEO: სუარესისა და მესის დუბლები - ინტერ მაიამის მარტივი გამარჯვება
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლიონელ მესისა და ლუის სუარესის დუბლების წყალობით, ინტერ მაიამიმ MLS-ის რეგულარული სეზონის საშინაო მატჩში DC იუნაიტედი 4:0 დაამარცხა.
ინტერ მაიამიმ ანგარიში შეხვედრის დასაწყისშივე გახსნა. მე-3 წუთზე სუარესმა რეგულარულ სეზონში მე-14 გოლი გაიტანა.
მარცხენა ფლანგიდან რეგილონის ჩაწოდების შემდეგ ბერტერამემ ბურთი თავით საჯარიმოს ცენტრში მყოფ ლეგენდარულ ურუგვაელ თავდამსხმელს გადააწოდა, რომელმაც ერთი შეხებით, მარცხენა ფეხით ზუსტად დაარტყა და ბურთი კარში გადაგზავნა.
39-ე წუთზე სუარესმა დუბლი შეასრულა და ინტერ მაიამის უპირატესობა ორამდე გაზარდა. ურუგვაელმა ბერტერამეს თავური გადაცემით ისარგებლა და საჯარიმოდან ზუსტი დარტყმით გაიტანა.
ამ გოლით სუარესმა მიმდინარე რეგულარულ სეზონში თავისი მონაგარი 15 გოლამდე გაზარდა.
მაიამიმ მე-2 ტაიმშიც შთამბეჭდავი შეტევითი თამაში გააგრძელა. 47-ე წუთზე მესიმ ინტერ მაიამის მე-3 გოლი გაიტანა, რომელიც მისთვის მიმდინარე რეგულარულ სეზონში 22-ე აღმოჩნდა.
საჯარიმოსთან ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ სუარესმა მესის ზუსტი გადაცემა გაუკეთა, არგენტინელმა კი საჯარიმოს ცენტრიდან ერთი შეხებით, მარცხენა ფეხით გაიტანა. ამ საგოლე გადაცემით სუარესმა მიმდინარე სეზონში ასისტების რაოდენობა 9-მდე გაზარდა.
მე-60 წუთზე მესიმ დუბლი შეასრულა და ინტერ მაიამის გამარჯვებას საბოლოო სახე მისცა. არგენტინელმა კაპიტანმა მოედნის ცენტრალურ ზონაში როდრიგო დე პოლისგან მიიღო ბურთი, ორი მცველი მოატყუა, საჯარიმოში შეიჭრა და მარცხენა ფეხით ბურთი კარის ქვედა მარჯვენა კუთხეში გადაგზავნა.
ეს გოლი მესისთვის მიმდინარე ჩემპიონატში 23-ე აღმოჩნდა. არგენტინელმა 2026 წლის MLS-ის ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.
საბოლოოდ, ანგარიში 4:0 შეხვედრის დასრულებამდე უცვლელი დარჩა. ინტერ მაიამი გამარჯვების გზას დაუბრუნდა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.