MLS-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ფილადელფია უნიონმა რეალ სოლტ ლეიკი 2-1 დაამარცხა.
სტუმართა სათადარიგო სკამზე იყო საბა ლობჟანიძე, რომელიც თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო და თავი გოლითაც გამოიჩინა.
ქართველმა შემტევმა მატჩის კომპენსირებულ დროში, როცა ანგარიში 2-0 იყო, ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა სოლტ ლეიკს ქულის მოსაპოვებლად დრო აღარ ეყო.
საბა ლობჟანიძეს MLS-ის მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
მისი რეალ სოლტ ლეიკი კი 32 ქულით დასავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება და პლეიოფის ზონამდე 4 ქულა აშორებს.