VIDEO: იბერია 1999-მა მეშახტე დაამარცხა და ცხრილში გალიდერდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის 28-ე ტურის მატჩში იბერია 1999 წყალტუბოში ტყიბულის მეშახტეს დაუპირისპირდა.
შეხვედრაში ანგარიში მე- 18 წუთზე გახსნა, სტუმართა ჩამოწოდებულ კუთხურს ფილიპ ჩანჩარის გოლი მოჰყვა და ანგარიში 0-1 გახდა.
23-ე წუთზე იბერიელებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს. ტყიბულელთა შეცდომით ნიკა სიხარულაშვილმა ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.
33-ე წუთზე მეშახტეს რიგებში თავი ცოტნე ფაცაციამ გამოიჩინა და ერთი ბურთი გაქვითია, პირველი ტაიმი კი 1-2 დასრულდა.
მეორე ტაიმში ანგარიში მხრივ აღარაფერი შეცვლილა და იბერიამ თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა.
ამ 3 ქულით თბილისურ გუნდს 49 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა, თუმცა დინამო ბათუმისა და დინამო თბილისი ამ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და რომელიმეს გამარჯვების შემთხვევაში ლიდერი კვლავ შეიცვლება.
იბერია 1999 მომდევნო მატჩს კონფერენს ლიგაზე, ბელგიაში, სენტ-ტრუიდენის წინააღმდეგ გამართავს.