მბაპე: "არ გეგონოთ, რომ პსჟ-ს პრეზიდენტთან ხელის ჩამორთმევის წინ, ხელზე დავიფურთხებ"
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კილიან მბაპეს თქმით, ის მზად არის პსჟ-ს პრეზიდენტს ხელი ჩამოართვეს.
„პარიზში შვიდი წელი ვითამაშე და იქ დიდებული მომენტები გადამხდა. არ ვარ იმ ადამიანთაგანი, ვინც მხოლოდ ნეგატივზე კონცენტრირდება. შემიძლია მადლიერიც ვიყო იმისთვის, რასაც მაძლევენ როგორც პროფესიონალურ, ისე ადამიანურ დონეზე.
რა თქმა უნდა, თუ რეალი და პსჟ შეხვდებიან ერთმანეთს, ალ ხელაიფის ხელს ჩამოვართმევ. არ გეგონოთ, რომ მისალმების წინ, ხელზე დავიფურთხებ." - აღნიშნა ფრანგმა.
რეალი და პსჟ ერთმანეთს შესაძლოა ლიგის 1/2 ფინალში შეხვდნენ, თუ მადრიდული კლუბი არსენალის ბარიერს გადალახავს, პარიზული კი - ასტონ ვილას.
ნ
ნიკა შაქარაშვილი