-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოქტომბერში ჩასატარებელი ერთა ლიგის მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა.
მეკარეები - არეოლა, მენიო, სამბა
მცველები - კლოსი, დინი, ფოფანა, ერნანდესი, კონატე, კუნდე, სალიბა, უპამეკანო
ნახევარმცველები - კამავინგა, ფოფანა, გენდუზი, კონე, ჩუამენი, ზაირ-ემერი
თავდამსხმელები - ბარკოლა, დემბელე, კოლო მუანი, ნკუნკუ, ოლისე, ტურამი
განაცხადს მიღმა დარჩნენ კილიან მბაპე, ფერლან მენდი და ადრიენ რაბიო.
მბაპემ ტრავმა ახლახანს მოირჩინა და სანაკრებო შესვენების დროს მადრიდში დასვენების საშუალება მიეცემა.
დიდხნიანი პაუზის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნდა კრისტოფერ ნკუნკუ, რომელსაც დეშამი ყოველთვის აკვირდებოდა და პროექტის ნაწილად მიიჩნევდა.
ლურჯები 10 ოქტომბერს ბუდაპეშტში ისრაელს დაუპირისპირდებიან, 14 ოქტომბერს კი ბრიუსელში ბელგიას.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები