• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მეკარე მსოფლიო ჩემპიონატის ბურთს, Trionda-ს, აკრიტიკებს
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

მეკარე მსოფლიო ჩემპიონატის ბურთს, Trionda-ს, აკრიტიკებს

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ჯო ჰარტმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთის, adidas Trionda-ს მიმართ სერიოზული ეჭვები გამოთქვა.


ჰარტის განცხადებით, ტურნირზე შორეული დისტანციიდან ერთი და იმავე სტილის გოლები „ზედმეტად ხშირად“ გასდის იმ დონის მეკარეებსაც კი, როგორებიც ჯორდან პიკფორდი და ედუარ მენდი არიან.


ტრაექტორია, რომელიც მეკარეებს აგიჟებს


BBC-ის ეთერში გამოსვლისას, ჰარტმა Trionda-ს ტექნიკური მახასიათებლები საფრანგეთისა და ერაყის მატჩის (3:0) შემდეგ გააანალიზა, სადაც კილიან მბაპემ ანგარიში შორიდან დარტყმით გახსნა. ყოფილი გოლკიპერი მიიჩნევს, რომ პრობლემა იქმნება მაშინ, როდესაც ფეხბურთელები ბურთს დატრიალების (მოჭრის) გარეშე, პირდაპირ უსვამენ ძალას:


მსოფლიო ჩემპიონატზე ამ სტილის გოლს ზედმეტად ხშირად ვხედავ იმისთვის, რომ ეს უბრალო შემთხვევითობა იყოს. როგორც კი შემტევები ბურთს არ ატრიალებენ და ის მხრის სიმაღლეზე მიფრინავს, მეკარეებს რეაგირება უჭირთ. საქმე იმაში კი არ არის, რომ გოლკიპერებს ვუტევ - ეს პრობლემა უკვე ვნახე მენდის, პიკფორდისა და ლუკა ზიდანის შემთხვევაშიც. ისინი უბრალოდ ვერ თვლიან დროს“


ტვინის კალკულაციის დარღვევა


ჰარტმა დეტალურად აღწერა ერაყელი მეკარის, აჰმედ ბასილის ეპიზოდი მბაპეს გოლის დროს:


მბაპემ ბურთი წინ გადაიგდო, მცველებმა მეკარეს ხედვა ცოტათი დაუფარეს, მაგრამ ბასილი ბურთს თვალს არ აშორებდა. დააკვირდით ტრაექტორიას, ბურთი ჰაერში საერთოდ არ ტრიალებს. უმაღლეს დონეზე იშვიათად ნახავთ, რომ მეკარემ ბურთს ხელი მოარტყას და ის მაინც ბადეში შევარდეს - როგორც წესი, თუ ეხებიან, კუთხურზე მაინც აგდებენ. აქ კი მეკარეები ნახტომში მიდიან, მაგრამ ბურთი იმაზე სწრაფად აღმოჩნდება მათთან, ვიდრე მათი ყოველდღიური ინსტინქტები კარნახობთ. ტვინის კალკულაცია ირღვევა.


2010 წლის ჯაბულანის აჩრდილი


მიმდინარე მუნდიალზე მოთამაშე მეკარეებს საჯარო პროტესტი ჯერ არ გამოუთქვამთ, თუმცა სიტუაცია უკვე აჩენს პარალელებს 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მუნდიალის სკანდალურ ბურთთან - Jabulani-სთან, რომელსაც ფეხბურთელები არაპროგნოზირებადი ტრაექტორიის გამო „სუპერმარკეტის ხარისხს“ ადარებდნენ.


ახალი Trionda სულ რაღაც ოთხი პანელისგან შედგება და სპეციალური სტაბილიზაციის ხაზები აქვს, რაც წესით მსგავს ქაოსს გამორიცხავდა. თუმცა, ვინაიდან წინ პლეი-ოფის უმნიშვნელოვანესი მატჩებია, ამერიკულ მუნდიალზე ბურთის გარშემო დავა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გამწვავდება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

მსოფლიო ჩემპიონატი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ჰალანდის დაუჯერებელი ციფრები ეროვნულ ნაკრებში

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ჰალანდის დაუჯერებელი ციფრები ეროვნულ ნაკრებში
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მესის მორიგმა შოუმ თანაგუნდელები აღაფრთოვანა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მესის მორიგმა შოუმ თანაგუნდელები აღაფრთოვანა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მესის საოცარი თავდადება და სკალონის გაფრთხილება

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მესის საოცარი თავდადება და სკალონის გაფრთხილება
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ნეიმარი შოტლანდიასთან მატჩში ბრუნდება?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ნეიმარი შოტლანდიასთან მატჩში ბრუნდება?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

7 სთ წინ

ჰალანდის დაუჯერებელი ციფრები ეროვნულ ნაკრებში

News image

2 სთ წინ

მესის მორიგმა შოუმ თანაგუნდელები აღაფრთოვანა

News image

2 სთ წინ

მესის საოცარი თავდადება და სკალონის გაფრთხილება

News image

2 სთ წინ

ნეიმარი შოტლანდიასთან მატჩში ბრუნდება?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება