ერლინგ ჰალანდმა თავისი სადებიუტო მუნდიალის პირველ ორ მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.
მან სიტის თავდამსხმელი ეროვნულ ნაკრებშიც, კლუბის მსგავსად, დაუჯერებელი შედეგიანობით გამოირჩევა.
ნორვეგიის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 52 მატჩში ერლინგს უკვე 59 გატამილი გოლი დაუგროვდა და ბუნებრივია, ის თავისი ქვეყნის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
მეორე ადგილს იორგენ იუვე იკავებს, რომელმაც 45 მატჩში 33 გოლის გატანა მოახერხა.
მაგალითისთვის, საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კილიან მბაპეა, რომელმაც თავისი 59-ე და მე-60 გოლები გუშინ, ერაყს გაუტანა, თუმცა, საამისოდ მას ნაკრებში 100 მატჩის ჩატარება დასჭირდა, ერლინგს კი - მხოლოდ 52-ის.