ჟურნალისტმა პირს მორგანმა არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის, ლიონელ მესის მიერ ავსტრიასთან (2:0) მატჩში გაცუდებულ პენალტზე კომენტარი გააკეთა.
მე-9 წუთზე, როცა ანგარიში 0:0 იყო, 38 წლის თავდამსხმელმა თერთმეტმეტრიანიდან ბურთი ალექსანდერ შლაგერის კარის მარჯვენა ქვედა კუთხისკენ დაარტყა, თუმცა ის ძელს მცირე მანძილით აცდა.
მოგვიანებით მესიმ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მოაგებინა.
„ყველა დროის საუკეთესო პენალტების გაცუდებაში“, - დაწერა მორგანმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პირს მორგანი კრიშტიანუ რონალდუს საყვარელი ჟურნალისტია, რომელთანაც ბოლო წლებში ორი სკანდალური ინტერვიუ აქვს ჩაწერილი, რომელთაგან ერთის შემდეგ ის მანჩესტერ იუნაიტედიდან გამოუშვეს, რადგან კლუბის ხელმძღვანელობა და ინფრასტრუქტურა გალანძღა, მეორეზე კი აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე არ ოცნებობს, რადგან 6-7 თამაშიანი ტურნირი მის მთელ კარიერას ხაზს ვერ გადაუსვამს.