ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა მუნდიალი 2026-ზე წყლის დასალევად განკუთვნილ სავალდებულო პაუზებზე ისაუბრა.
„ეს პაუზები თამაშზე ბევრად მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე მეგონა. ადრე ასეთი შესვენებები მხოლოდ მაშინ გვქონდა, როდესაც მართლაც ძლიერი სიცხე იყო.
მაშინ ეს აუცილებელი იყო, თუმცა მაშინ შესვენებები უფრო ხანმოკლე იყო და თანაც მხოლოდ რამდენიმე მატჩში ხდებოდა. ახლა კი - სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე - ეს ყოველ შეხვედრაში კეთდება.
ამგვარად, მატჩი ოთხ მეოთხედად იყოფა. ეს კი თამაშის ხასიათს იმაზე მეტად ცვლის, ვიდრე ვიფიქრებდი“, - განაცხადა ტუხელმა.