მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
15 სექტემბერს UFC 306-ზე მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელ შონ ო'მალის დაუპირისპირდება. ღონისძიება ლას ვეგასის Sphere-ში გაიმართება.
ქართველი მებრძოლი საჩემპიონო ფინიშის ხაზზეა, თუმცა მან აქამდე უდიდესი გზა გამოიარა. მერაბის MMA სტატისტიკა შემდეგნაირია - 17-4-0. აქედან დვალიშვილმა 12 ბრძოლა UFC-ში ჩაატარა.
ქართველის დებიუტი UFC-ში 2017 წლის დეკემბერში შედგა. მისი მეტოქე ფრენკი საენსი იყო, რომელთანაც გადაწყვეტილებით დამარცხდა. მერაბის შემდეგი ბრძოლა 2018 წლის აპრილში შედგა, სადაც ის რიკი საიმონს დაუპირისპირდა. დვალიშვილი აქაც დამარცხდა, ამჯერად საბმიშენით. დვალიშვილის კარიერის სტარტი UFC-ში მძიმე გამოდგა.
თუმცა ამის შემდეგ ქართველი მანქანის დაუმარცხებელი სერია იწყება. 2018 წლის სექტემბერში მოსკოვში დვალიშვილი ტერიონ უეირს დაუპირისპირდა, მეტოქეს გადაწყვეტილებით სძლია და UFC-ში პირველი გამარჯვებაც მოიპოვა.
2019 წლის მაისში დვალიშვილის მოწინააღმდეგე უკვე ბრედ კატონა იყო, რომელსაც ასევე გადაწყვეტილებით მოუგო.
მერაბისთვის ყველაზე აქტიური 2020 წელი აღმოჩნდა. ქართველმა სულ რაღაც 6 თვეში 3 ბრძოლა ჩაატარა და სამივე დაპირისპირებაში გადაწყვეტილებით იმარჯვა. მეტოქეები ქეისი კენი, გუსტავო ლოპესი და ჯონ დოდსონი იყვნენ.
2021 წელს მერაბის მოგებათა სერია გაგრძელდა. მაისში დვალიშვილმა კვლავ გადაწყვეტილებით მოიგო. ამჯერად მსხვერპლი კოდი სტამანი აღმოჩნდა.
2021 წლის სექტემბერში ქართველმა მანქანამ UFC-ში ზედიზედ მე-7 ბრძოლა მოიგო, თუმცა ეს პირველი გამარჯვება იყო, რომელიც გადაწყვეტილებით არ დასრულდა. მერაბმა მარლონ მორაესს ტექნიკური ნოკაუტით აჯობა.
ამის შემდეგ დვალიშვილი უკვე ჩემპიონების დამარცხებას იწყებს. 2022 წლის აგვისტოში მისი მეტოქე ჟოზე ალდო იყო, რომელსაც გადაწყვეტილებით მოუგო. 2023 წლის მარტში მერაბის პირველი მეინ ივენთი შედგა, სადაც ქართველის მოწინაამღდეგე რუსი პიოტრ იანი აღმოჩნდა.
ეს ბრძოლა მერაბის კარიერაში თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე პრინციპულად. ქართველმა რუსთან დაპირისპირება დომინანტურ სტილში წარმართა მეტოქე გაანადგურა. მსაჯებმაც ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება მერაბს მიანიჭეს.
2024 წლის თებერვალში ქართული UFC-ის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე დადგა. 18 თებერვალს ერთ ქარდზე ორი ქართველის ბრძოლა ვიხილეთ. მერაბ დვალიშვილმა კიდევ ერთ ყოფილ ჩემპიონ ჰენრი სეხუდოს ასევე დომინანტურ სტილში გადაწყვეტილებით აჯობა, იმავე დღეს კი ილია თოფურიამ ალექს ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.
მერაბმა ზედიზედ 3 ჩემპიონი დაამარცხა, ჯამში კი 10-ბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს. ახლა კი მიზანში მე-4 ჩემპიონია.
ქართველი მანქანა საჩემპიონო ფინიშის ხაზზეა, სადაც შონ ო'მალის დამარცხების შემთხვევაში წელზე ოქროს ქამარს მოირგებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
თ
თოდუა პაპუნა
Ლაივში არ იქნება
ს
სერგი ბარამიძე
სად უყუროთ ლაივს
ი
ია მამულაძე
სად შეიძლება ლაივის ნახვა?
G
Giorgi Katamadze
აქ იქნება ლაივში?