ოთარ კიტეიშვილი ტრავმის გამო სექტემბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოცემა Geo Team იტყობინება.
კიტეიშვილმა ტრავმა ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში მიიღო და მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.
ამ ეტაპზე დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცით, რომ კიტე თურქეთთან 4 სექტემბერს და ბულგარეთთან 7 სექტემბერს გასამართ მატჩებს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ კიტეს გარდა ამ შეხვედრებში დაგვაკლდება გიორგი ჩაკვეტაძეც.
სანიოლმა საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთი დებიუტანტი გამოიძახა