უმარ ნურმაგომედოვი ვარაუდობს, რომ ტრილოგიაში პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილს დაამარცხებს.
მისი აზრით, ამის შემდეგ UFC პიოტრ იანისა და შონ ო’მალის ბრძოლას დანიშნავს, ხოლო თავად უმარს მერაბთან რევანშის შესაძლებლობას მისცემს.
„ველოდები, რომ პიოტრი მას ისევ დაამარცხებს და შესაძლოა, შემდეგ ჩემი და მერაბის რევანშის ორგანიზება სცადონ.“
უმარ ნურმაგომედოვმა ასევე განაცხადა, რომ მისი შემდეგი მეტოქე მერაბი იქნება და აღნიშნა, რომ მათ შორის დაპირისპირება უკვე „პირადულია“:
„ვფიქრობ, მერაბს შევხვდები. მნიშვნელობა არ აქვს, მოიგებს თუ წააგებს. ვფიქრობ, ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ. ამას აზრი აქვს. ახლა ეს უკვე პირადულია.
დიახ, ახლა ეს მხოლოდ ჩემთვის აღარ არის პირადი, ეს მთელი დაღესტნისთვის პირადულია.“
უმარ ნურმაგომედოვი 29 აგვისტოს, შანხაიში, სონგ იადონგს დაუპირისპირდება.