გასულ წელს ინტერ მაიამის თავდამსხმელი ლიონელ მესი MLS-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოტოვებისთვის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
The Athletic-ის ცნობით, არგენტინელი ამ შეხვედრაში მონაწილეობას წელსაც არ მიიღებს, თუმცა ამჯერად მისი არყოფნა ლიგასთან ოფიციალურად არის შეთანხმებული და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მის უახლეს გამოსვლას უკავშირდება.
მატჩი მექსიკის ლიგის ვარსკვლავების წინააღმდეგ 29 ივლისს გაიმართება.
MLS-ის წესების თანახმად, ნებისმიერ მოთამაშეს, რომელიც ვარსკვლავების მატჩში მონაწილეობაზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საპატიო მიზეზის გარეშე იტყვის უარს, შესაძლოა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისროს, რაც შარშან მესის შემთხვევაშიც მოხდა.