მილანს რასმუს ჰოილუნდის დამატება სურს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, როსონერი მზადაა დანიელი ფორვარდი ერთი სეზონით 5-6 მილიონად ინათხოვროს და 28-30 მილიონიანი გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვოს.
თუმცა, მანჩესტერ სურს, რომ გამოსასყიდი თანხა 40 მილიონ ევროზე მეტს შეადგენდეს და ეს გამოსყიდვა არა შესაძლებლობა, არამედ ვალდებულება იყოს.
თავად ფეხბურთელის პრიორიტეტი მანჩესტერში დარჩენაა, მიუხედავად იმისა, რომ შეშკოს ტრანსფერით, მისი სათამაშო დრო საგრძნობლად შემცირდება.
გასულ სეზონში ჰოილუნდმა 52 მატჩში ყველა ტურნირზე 10 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.