მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მილანი ფეიენოორდის ფორვარდს, სანტიაგო ხიმენესს 35-40 მილიონ ევროდ შეიძენს.
როგორც La Gazzetta dello Sport წერს, პირველ შეთავაზებაზე უარის მიღების შემდეგ, მილანი ნიდერლანდელებს 35-40 მილიონი ევროს ფარგლებში შესთავაზებს, რაზეც როტერდამელები უარს აღარ იტყვიან.
გუშინ, მექსიკელის აგენტი ფეიენოორდის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც ფეხბურთელის სეზონის ბოლომდე დარჩენა ითხოვეს, თუმცა სანტიაგოს აგენტმა ხელმძღვანელობას აღუნიშნა, რომ ხიმენესს მილანში ახლავე სურს გადასვლა.
თუ მხარეები საბოლოო შეთანხმებას მიღწევენ, ხიმენესი იტალიაში შესაძლოა ამ უიქენდზევე ჩაფრინდეს.
შეგახსენებთ, რომ მილანი ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში სწორედ ფეიენოორდს შეხვდება 11 და 19 თებერვალს.
ამ სეზონში ხიმენესმა ერედივიზიის 11 მატჩში 7 გოლი და 1 ასისტი მიითვალა, ასევე მის ანგარიშზეა დუბლი მიუნხენის ბაიერნის კარში, იმ მატჩში, რომელიც ფეიენოორდმა სენსაციურად 3:0 მოიგო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები