უეფას ევროპა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ლიონი საკუთარ მოედანზე მანჩესტერ იუნაიტედს მიიღებს.
უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გუნდების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები არის გამოქვეყნებული, სადაც გიორგი მიქაუტაძეცაა.
ლიონი - პერი; მიტლანდ-ნაილსი, მატა, ნიახატე, ტალიაფიკო; ტესმანი, მატიჩი; შერკი, ტოლისო, ალმადა; მიქაუტაძე
მანჩესტერი - ონანა; დე ლიხტი, მაგუაირი, იორო; დალო, უგარტე, ერიქსენი, დორგუ; ფერნანდეში, ზირკზე, ჰოილუნდი
ლიონმა 1/8 ფინალში რუმინული FCSB ორი მატჩის ჯამში 7-1 დაამარცხა, გიორგი მიქაუტაძემ კი ამ დუელში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ჯამში ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 4 გოლი და 4 ასისტია.
რაც შეეხება მანჩესტერს, იუნაიტედმა 1/8 ფინალში სოსიედადს აჯობა ორი მატჩის ჯამში 5-2.
ლიონისა და მანჩესტერის მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.