ბუნდესლიგაში დარჩენის პლეიოფში ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმმა ელვესბერგი ორმატჩიან დუელში დაამარცხა და გერმანიის ჩემპიონატში ადგილი შეინარჩუნა.
პირველი მატჩის შინ ფრედ 2:2 დასრულების შემდეგ, ჰაიდენჰაიმმა საპასუხო შეხვედრა სტუმრად, 2:1 მოიგო და ბუნდესლიგაში დარჩენის უფლება მოიპოვა.
სახასიათოა, რომ პირველ მატჩში ჰაიდენჰაიმისთვის ყველაფერი საშინლად იწყებოდა - გუნდი 0:2-ს აგებდა, თუმცა ჯერ ის მატჩი გადაარჩინა (2:2), შემდეგ კი გასვლაზე მძიმე ბრძოლაში მოიგო და დასახულ მიზანს მიაღწია.
ბუდუ ზივზივაძემ პირველი მატჩის მსგავსად მეორეც სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, თუმცა მოედანზე უკვე 23-ე წუთზე გამოვიდა, რადგან მისმა თანაგუნდელმა ტრავმა მიიღო.
გამოცემა SofaScore-სგან ზივზივაძემ აღნიშნული შეხვედრისთვის 6.7 შეფასება მიიღო.
ბუდუ ჰაიდენჰაიმს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა და ბუნდესლიგის 15 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.