სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიაში საკმაოდ უცნაური და სასაცილო ამბავი მოხდა, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც მილანის თავდამსხმელი ალვარო მორატაა.
მილანთან ახლოს მდებარე ქალაქის კორბეტას მერმა, მარკო ბალარინიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"ალვარო მორატა კორბეტაში, Here we go!
არა, ეს პირველი აპრილი არ არის. ჩემპიონი ალვარო მორატა კორბეტას ახალი მაცხოვრებელია. მილანში ახლახანს გადმოსული ესპანელი ჩვენს ქალაქში გადმოდის თავის ახალ მშვენიერ სახლში.
იცით, რომ ინტერის დიდი გულშემატკივარი ვარ, თუმცა მოხარული ვარ მივიღოთ ალვარო მორატა კორბეტას დიდ ოჯახში!
როგორც ფაბრიციო რომანო იტყოდა... ალვარო მორატა კორბეტაში, Here we go!" - დაწერა ბალარინიმ ინსტაგრამზე.
კორბეტას მერის ამ პოსტს ალვარო მორატამ უპასუხა.
"ძვირფასო მერო, მადლობა ჩემი პირადი სივრცის დარღვევისთვის. საბედნიეროდ, არ ვფლობ ღირებულ ნივთებს, ერთადერთი საგანძური ჩემი შვილებია, რომელთა უსაფრთხოებაც დაარღვიეთ. ვიფიქრე, რომ ქალაქი კორბეტა ჩემი პირადი სივრცისთვის კარგი იქნებოდა, ამის ნაცვლად კი სოციალურ ქსელში თქვენი კრახის გამო იძულებული ვარ აქედან სასწრაფოდ გადავიდე." - მიმართა ესპანელმა ბალარინის.
მერმა მორატას ეს განცხადება უპასუხოდ არ დატოვა და ინტერის ლოგო დადო შემდეგი კომენტარით: "Ciao ciao"
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები