ლუკა მოდრიჩმა მილანში გადასვლის შემდეგ ყველა თანაგუნდელს აიფონი აჩუქა.
ამის შესახებ იტალიური კლუბის თავდამსხმელმა, სანტიაგო ხიმენესმა TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს აღნიშნა.
„როცა გასახდელში შევედით, ყველა ფეხბურთელის სკამზე ახალი iPhone იდო, რომელიც მოდრიჩმა გვიყიდა.
ჩვენი გუნდის ახალწვეული ვალდებულია ხოლმე ახალი თანაგუნდელების წინაშე იმღეროს. თუმცა, ლუკამ სიმღერის ნაცვლად რაღაც სხვა მოიფიქრა: კერძოდ კი, ტელეფონები გვიყიდა." - აღნიშნა მექსიკელმა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ მოდრიჩი მილანს გასულ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მას შემდეგ, რაც რეალთან კონტრაქტი ამოეწურა.