VIDEO: მილანმა ფიორენტინასთან დააქამბექა და სერია ა-ში გალიდერდა
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-7 ტურში მილანმა სან სიროზე ფიორენტინას უმასპინძლა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი მაყურებელმა 3 გოლი იხილა.
ანგარიში 55-ე წუთზე ფლორენციელებმა გახსნეს. სტუმრები რობინ გოსენსის გოლით დაწინაურდნენ.
63-ე წუთზე რაფა ლეაუმ ანგარიში გაათანაბრა, 86-ე წუთზე კი პორტუგალიელმა პენალტი ზუსტად შეასრულა და მილანს ფიორენტინასთან მოაგებინა.
ამ გამარჯვებით მილანს 7 მატჩის შემდეგ სერია ა-ში 16 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. როსონერის შემდეგ ერთბაშად 3 გუნდი მოდის, რომელთაც 15-15 ქულა აქვთ - ინტერი, ნაპოლი და რომა.