პსჟ-ისა და მაროკოს ნაკრების მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ აფრიკის თასის ფინალის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოცხადდეს.
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ მაროკოს აპელაცია დააკმაყოფილა და სენეგალს ტექნიკური მარცხი, 0:3 ჩაუთვალა. მიზეზი ფინალის 98-ე წუთზე, ბრაჰიმ დიასზე ჯარიმისთვის დანიშნული პენალტის შემდეგ სენეგალელთა მოედნიდან გასვლა გახდა. სენეგალმა გადაწყვეტილება CAS-ში გაასაჩივრა.
„ყველამ ვნახეთ, რა მოხდა მოედანზე და ყველას საკუთარი აზრი ექნება. ჩემი აზრით, ფეხბურთში მოედნიდან უბრალოდ ადგომა და გასვლა არ შეიძლება.
ვამაყობთ, რომ მაროკო ღირსეულად წარმოვადგინეთ. გადაწყვეტილებას ერთად დაველოდებით და როგორიც უნდა იყოს ის, შემდეგი აფრიკის თასისთვის მზად უნდა ვიყოთ - ახლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, - თქვა ჰაკიმიმ.