UFC-ის მებრძოლმა, რენატო მოიკანომ, ჰოლოუეისა და პორიეს ბრძოლის შემდეგ, ილია თოფურიას გამარჯვება გაიხსენა.
"UFC 318-ის შემდეგ მაინც ხვდებით, რა მაგარია ილია თოფურია? ის, რაც მან მაქსის [ჰოლოუეის] წინააღმდეგ გააკეთა - სიგიჟეა.
ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისაც ოდესმე უჩხუბია. სულ სხვა დონის შეშლილია." - წერს სოციალურ ქსელში ბრაზილიელი მებრძოლი.
UFC 318-ის მთავარ დაპირისპირებაში ჰოლოუეიმ დასტინ პორიე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ჰოლოუეი 2024 წლის ოქტომბერში, ქვე-მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში, მესამე რაუნდში დაანოკაუტა.