ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

მსოფლიო ჩემპიონატი 2026: გარდამტეხი ფაზა საკვალიფიკაციოში
ფეხბურთიფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი 2026: გარდამტეხი ფაზა საკვალიფიკაციოში

23 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

გაისად გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე მონაწილე 18 ნაკრები უკვე ცნობილია. რამდენიმე კონტინენტურ ზონაში, მათ შორის ევროპაში, დარჩენილი საგზურების მოსაპოვებელი ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. უახლოეს კვირაში ამერიკული მუნდიალის კიდევ ათზე მეტი მონაწილე გაირკვევა. ეს უფრო აზიასა და აფრიკაზე ითქმის, სადაც საკვალიფიკაციო ჯგუფური ტურნირის დამთავრებამდე შესაბამისად, სამი და ორი ტურია დარჩენილი.


დაახლოებით ერთი კვირის თავზე „ცხელი კონტინენტის“ წარმომადგენელი ცხრა პირდაპირ მონაწილე ნაკრები და კიდევ ერთი პლეი-ოფში მოხვედრილი გუნდი გვეცოდინება, აზიიდან კი - კიდევ ორი მონაწილე.


არასტაბილური და არაპროგნოზირებადი ფეხბურთით გამორჩეული აფრიკა წელსაც შეიძლება გახდეს სენსაციების ადგილი. ალბათ ბევრმა იცის, რომ მსოფლიო პირველობის გამოტოვება შესაძლოა, მოუხდეთ ამ კონტინენტის ისეთ თვალსაჩინო წარმომადგენლებს, როგორებიც ნიგერია და კამერუნი არიან.


მუნდიალის საგზური ფაქტობრივად ჯიბეში უდევთ ეგვიპტის, ალჟირის, განისა და კაბო ვერდეს ეროვნულ გუნდებს. „ფარაონებს“, „უდაბნოს მელიებს“, „შავ ვარსკვლავებსა“ და „ლურჯ ზვიგენებს“ საამისოდ ერთი გამარჯვებაც ჰყოფნით. ჩრდილო აფრიკული ორი ნაკრებისა და განას წარმატება თუ ლოგიკურია, საკმაოდ საინტერესოა საქართველოს ნაკრების წლევანდელი მეტოქის, კაბო ვერდეს გამორჩეული დროება. უკანასკნელ მატჩში კუნძულელებმა ხომ მთავარი კონკურენტი კამერუნი დაამარცხეს და ახლა ერთი გამარჯვებაღა აშორებთ გაისად ამერიკის კონტინენტზე ისტორიულ გამოსვლას.


საკმაოდ დაიძაბა სიტუაცია ქვეჯგუფში, სადაც სამხრეთ აფრიკა თითქმის მთელი ციკლი მშვიდად ლიდერობდა, ნიგერია კი ქულას ქულაზე ანიავებდა. FIFA-მ „ბაფანა-ბაფანას“ ლესოტოსთან მარტში მოგებული შეხვედრა (2:0) წაგებად ჩაუთვალა და სამი ქულა დააკლო, რამაც ბენინის ნაკრები ჯგუფის ლიდერად აქცია, ნიგერიელ „სუპერარწივებს“ კი მიზერული შანსი გაუჩინა.


ორივე თამაშში ბრძოლა მოუწევს სენეგალის ნაკრებს, რომელსაც სანუკვარი მიზნისთვის ბრძოლაში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (ყოფილი ზაირი) ეცილება, მაგრამ წაუგებლად მოასპარეზე „ტერანგას ლომები“ დიდი ალბათობით, საქმეს ბოლომდე თავის სასიკეთოდ მიიყვანენ.


ბოლო ტურამდე დაძაბული სიტუაცია იქნება ჯგუფში, სადაც კოტ დ’ივუარი გაბონს ერთი ქულით უსწრებს. გუნდებმა წინა თვეს ერთმანეთში უგოლო ფრე ითამაშეს და ახლა ერთმანეთის ფეხის დაცდენის იმედად არიან.


ერთ კვირაში მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშე კიდევ ორი აზიური ნაკრები გვეცოდინება ექვსგუნდიანი ტურნირიდან, რომელიც სუსტებს შორის ორ შედარებით უკეთესს გაარკვევს. ორ ჯგუფში განაწილებული სამ-სამი ნაკრები თითო მატჩს გამართავს და FIFA-სგან ბოძებულ, ბევრისთვის სადაო რაოდენობის საგზურებით გახარებულ აზიის ზონიდან რვავე მონაწილე სახეზე იქნება.


კამათი გამოიწვია აზიის ფეხბურთის კონფედერაციის (AFC) გადაწყვეტილებამაც, რომლის მიხედვითაც, ხსენებული თითომატჩიანი შეხვედრები ყატარსა და საუდის არაბეთში ჩატარდება. ბუნებრივია, დანარჩენი ოთხი ქვეყნის (ერაყი, საამიროები, ომანი, ინდონეზია) მხრიდან ამ ყველაფერს მწვავე კრიტიკა მოყვა.


და ბოლოს ევროპა, სადაც უახლოეს დღეებში შესარჩევი ქვეჯგუფების არაერთ პრინციპულ შეხვედრას ვიხილავთ. ასეთებია შვედეთი-შვეიცარია, დანია-საბერძნეთი, თურქეთი-საქართველო, თუნდაც რუმინეთი-ავსტრია და ნორვეგია-ისრაელი, რომლებიც თავ-თავიანთ ჯგუფების ცხრილში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს.


„ბებერი კონტინენტიდან“ ატლანტის ოკეანის გაღმა გახედვა კი თამამად შეუძლიათ საფრანგეთს, ესპანეთსა და პორტუგალიას, თუკი ეს ნაკრებები ოქტომბრის ორივე თამაშებს მოიგებენ და ლიდერობას განიმტიცებენ.

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

მსოფლიო ჩემპიონატი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ფოდენის და ჯუდის გარეშე - ინგლისის ნაკრების განაცხადი ოქტომბრის მატჩებისთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფოდენის და ჯუდის გარეშე - ინგლისის ნაკრების განაცხადი ოქტომბრის მატჩებისთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიტყვიერი შეთანხმება შედგა - ფაბიო კანავარო უზბეკეთის ნაკრებს გაწვრთნის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიტყვიერი შეთანხმება შედგა - ფაბიო კანავარო უზბეკეთის ნაკრებს გაწვრთნის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გადაწყვეტილება მიღებულია - დაისჯება თუ არა ისრაელი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გადაწყვეტილება მიღებულია - დაისჯება თუ არა ისრაელი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფეხბურთელები, რომლებმაც ოქროს ბურთი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფეხბურთელები, რომლებმაც ოქროს ბურთი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

03 ოქტ, 2025

ფოდენის და ჯუდის გარეშე - ინგლისის ნაკრების განაცხადი ოქტომბრის მატჩებისთვის

News image

02 ოქტ, 2025

სიტყვიერი შეთანხმება შედგა - ფაბიო კანავარო უზბეკეთის ნაკრებს გაწვრთნის

News image

25 სექ, 2025

გადაწყვეტილება მიღებულია - დაისჯება თუ არა ისრაელი?

News image

22 სექ, 2025

ფეხბურთელები, რომლებმაც ოქროს ბურთი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს