მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ჯერჯერობით 3-ზე მეტი გოლის გატანა ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ მოახერხა.
ამ დრომდე 5 ფეხბურთელს აქვს 3 გოლი გატანილი, თუმცა ბომბარდირთა დავას ბაიერნის შემტევი მაიკლ ოლისე იკავებს, რომელსაც სამი გოლის გარდა 2 საგოლე პასიც აქვს გაფორმებული.
1. მაიკლ ოლისე (ბაიერნი) - 3 გოლი, 2 ასისტი
2. კენან ილდიზი (იუვენტუსი) - 3 გოლი, 1 ასისტი
3-4-5. უისამ აბუ ალი (ალ აჰლი) - 3 გოლი
3-4-5. ანხელ დი მარია (ბენფიკა) - 3 გოლი
3-4-5. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) - 3 გოლი.
1 გოლითა და 2 საგოლე პასით ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია საერთო ჩათვლაში 26-ე ადგილს იკავებს.