მაიკ პერი, მიუხედავად გასულ უქმეებზე მოპოვებული დიდი გამარჯვებისა, გულშემატკივრებისა და კრიტიკოსების მხრიდან სითბოს ნამდვილად ვერ გრძნობს.
34 წლის პერიმ სოციალურ ქსელ X-ში მკაცრად გააკრიტიკა ის ფანები, რომლებიც მის იოლ გამარჯვებას აკნინებენ:
ბრძოლამდე ყველა ამბობდა, რომ შანსები 50/50-ზე იყო და ნეიტი ბოლო წლების საუკეთესო ფორმაშიაო. ახლა კი, როცა იოლად გადავუარე, ეს უნამუსო ადამიანები ნაგავს აფრქვევენ. მე ამ გამარჯვებას ვერავინ წამართმევს, ეს დიდი თავგანწირვის შედეგია. იჯექით სახლში და ჭამეთ ნამცხვრები ყოველდღე, მე კი დარბაზში ვბრუნდები სამუშაოდ.
მიუხედავად ცალმხრივი ბრძოლისა, ნეიტ დიასმა დაუყოვნებლივ მოითხოვა რემატჩი. MVP-ის ხელმძღვანელებმა, ჯეიკ პოლმა და ნაკისა ბიდარიანმა უკვე გამოხატეს ინტერესი, რომ მეორე ბრძოლა კალიფორნიაში გამართონ.
თავად მაიკ პერი მიიჩნევს, რომ რემატჩი საჭირო არ არის, თუმცა დიდი ჰონორარის სანაცვლოდ დიასის კიდევ ერთხელ ცემას სიამოვნებით დათანხმდება:
ძმაო, ეს უბრალოდ მარტივი ფულია. თუ კიდევ შევხვდებით, ზუსტად იგივე განმეორდება და იმ ბრძოლასაც იოლად მოვიგებ.