ვიტინიამ მსოფლიო ფეხბურთში თავისი ფავორიტინ ნახევარმცველები გამოარჩია.
„არ მიყვარს იმის თქმა, რომ მე საუკეთესო ნახევარმცველი ვარ, ეს ქედმაღლურად ჟღერს, მაგრამ ვიცი, რომ შესაძლოა საუკეთესოებს შორის ვარ.
ნახევარმცველები, რომლებსაც ყველაზე მეტად ვაფასებ და ვინც საუკეთესოდ მიმაჩნია? სიის სათავეში პედრის დავაყენებდი. ის ჯადოსნურია; მისი თამაში სანახავადაც საოცარია. როცა მის წინააღმდეგ თამაშობ, ამას კიდევ უფრო კარგად ხვდები.
შემდეგ, ტოპ 3-ში ჩასმა ჩემთვის ცოტა რთულია. რთულია მხოლოდ ორის არჩევა. მე იქ ჟოაოსა [ნევეშს] და ბრუნოს [ფერნანდეშს] დავაყენებდი. ეს ორი, პედრისთან და ჩემთან ერთად. ამიტომ ტოპ 3 არ მაქვს, მაქვს ტოპ 4.“ - განაცხადა პორტუგალიელმა.
ვიტინია: ,,რეალში გადასვლა? პსჟ-დან წასვლა სისულელე იქნება"