მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ აღიარა, რომ კარიმ ადეიემიმ ნეაპოლში გადასვლა თავად იუარა.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დორტმუნდთან ადეიემის ტრანსფერზე სიტყვიერ შეთანხმებას მივაღწიეთ.
გერმანიაში კარიმსაც შევხვდი, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა, იმიტომ რომ მან ჩვენთან გადმოსვლა არ მოისურვა.
დღეს წავიკითხე, რომ მას ივლისისთვის სხვა კლუბთან აქვს წინასწარი შეთანხმება მიღწეული - კარგია მისთვის." - აღნიშნა დირექტორმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები