კამარუ უსმანის დამარცხების შემდეგ, დრიკუს დიუ პლესიმ გამარჯვება ხმაურიანად აღნიშნა.
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც სამხრეთაფრიკელი მებრძოლი ლუდს სვამს და ნეით დიასის ცნობილ სტილში, ხუმრობით მძიმე წონის ყოფილ ჩემპიონს, ფრენსის ნგანუს იწვევს: „შენ წაიღე ყველაფერი, რისთვისაც ვშრობდი, შენთან ჩხუბი მინდა!“.
დრიკუსმა უსმანი UFC Oklahoma City-ზე 5-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა და საშუალო წონის საჩემპიონო რბოლას დაუბრუნდა. ხამზატ ჩიმაევთან ტიტულის დაკარგვიდან 11 თვის შემდეგ მოპოვებული ეს გამარჯვება სამხრეთაფრიკელისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა.
რაც შეეხება მომავალს, დიუ პლესი აცხადებს, რომ ტიტულისთვის ბრძოლას დაელოდება. მისი თქმით, შონ სტრიკლენდმა ჯერ ნასურდინ იმავოვთან უნდა დაიცვას ქამარი, რის შემდეგაც იგი თავისი კუთვნილი ტიტულის უკან დაბრუნებას გეგმავს.