ნიკოლას ჯექსონი ბაიერნში ითამაშებს.
კლუბებმა შეთანხმებას კიდევ ერთხელ მიაღწიეს - ბაიერნი სენეგალელის ერთწლიან იჯარაში არა თავდაპირველად შეთანხმებულ 15, არამედ 16.5 მილიონ ევროს გადაიხდის.
გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, მიუნხენური კლუბი ვალდებული გახდება მომავალ ზაფხულს ფეხბურთელი გამოისყიდოს.
გამოსყიდვის შემთხვევისთვის, ჯექსონს ბაიერნთან 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს.
თავდაპირველად კლუბებმა ორი დღის წინ მიაღწიეს შეთანხმებას, თუმცა ლიამ დელაპის ტრავმამ სიტუაცია დაძაბა, ჩელსიმ ფეხბურთელის ლონდონში დაბრუნება მოითხოვა, რის გამოც კლუბებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა ხელმეორედ მოუწიათ.