ანდრე ონანამ შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვოს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუნაიტედმა თურქულ ტრაბზონსპორთან კამერუნელი გოლკიპერის იჯარაზე მოილაპარაკა.
კლუბებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა - ორივე მხარე ახლა ონანას პასუხს ელოდება, დათანხმდება თუ არა მეკარე თურქეთში გადაბარგებას.
ამ სეზონში ონანამ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა - ინგლისის ლიგის თასზე, სადაც მანჩესტერი მე-4 ლიგის გუნდთან, გრიმსბისთან დამარცხდა.
თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 12 სექტემბერს იხურება.