უეინ რუნიმ აღიარა, რომ ნაკრებში ჩამოსვლისას ალექს ფერგიუსონს ატყუებდა.
„ნაკრებში გამოძახება ძალიან მომწონდა, იქნებოდა ეს ამხანაგური მატჩი თუ შესარჩევი ეტაპი. თანაგუნდელების ნახვა და მატჩებისთვის მზადება მიხაროდა. ალბათ, იმიტომაც ჩავატარე ნაკრებში 120 მატჩი, გამოძახებაზე უარი არასდროს არ მითქვამს.
სერ ალექს ფერგიუსონი მეუბნებოდა ხოლმე, რომ ნაკრებში მაქსიმუმ 45 წუთი მეთამაშა,
მე კი ნაკრებში ჩამოვდიოდი და ვამბობდი, რომ მთელი მატჩით დამტოვონ მოედანზე და არ შემცვალონ. იმიტომ, რომ თამაშზე ვგიჟდებოდი. ზოგი ფეხბურთელი ტრავმას უფრთხოდა, განსაკუთრებით ამხანაგურებში, მე კი თამაში მიყვარდა.
ფერგიუსონმა ყველაფერი იცოდა, მაგრამ რაც მეტს ვთამაშობდით, მით უკეთესი ვხდებოდი. არამგონია, რომ მას ეს ზედმეტად აღელვებდა. მაგალითად, რიო ფერდინანდს სულ 90 წუთი რომ ეთამაშა, ის ბევრად უფრო გაღიზიანდებოდა." - აღნიშნა ინგლისელმა ექს-ფეხბურთელმა.