მანჩესტერ იუნაიტედის მეკარე ანდრე ონანა კარიერას თურქეთში გააგრძელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა - კამერუნელი გოლკიპერი ტრაბზონსპორს იჯარით შეუერთდება.
კლუბები რამდენიმე დღეა შეთანხმებულები არიან და გუშინ საღამოს თავისი საბოლოო თანხმობა თურქეთში გადაბარგებაზე თავად ონანამაც განაცხადა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრაბზონსპორში ონანას ამჟამინდელზე მაღალი ანაზღაურება ექნება.
ამ სეზონში ონანამ მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მანჩესტერი თასიდან გრიმსბისთან გამოვარდა.