GEO TEAM-ის ინფორმაციით, ნოდარ ლომინაძე პორტუგალიაში, კლუბში დაბრუნებისას შვეიცარიის საზღვარზე დააკავეს და 24 საათი იზოლატორში გაატარა.
მიზეზი ეშტორილის მხრიდან დაშვებული შეცდომაა: კლუბმა ფეხბურთელს სამუშაო ვიზის თარიღები შეცდომით გაუკეთა და ნოდარმა ევროკავშირის საზღვრის წესები დაარღვია. ახლა პორტუგალიელები დაჩქარებული წესით ცდილობენ ქართველ ნახევარმცველს საბუთები განუახლონ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საელჩოს ჩართულობით ნოდარ ლომინაძე საქართველოში დაბრუნდა და რამდენიმე დღით სამშობლოში ივარჯიშებს.
ქართველი ნახევარმცველი ეშტორილში დინამო თბილისიდან 2025 წლის ზაფხულში გადავიდა და პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა.