გერმანელმა მეკარემ, მანუელ ნოიერმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში 2:1-ზე მეტი ანგარიშით გამარჯვება ვერ მოახერხა. ამასთან, მან აღიარა, რომ განმეორებითი შეხვედრა მიუნხენში უმძიმესი იქნება.
ნოიერმა მატჩისშემდგომ აღნიშნა:
დასანანია, რომ შეხვედრა 2:0 არ დასრულდა. კარგად ვიცით, რამდენად სახიფათოა რეალ მადრიდი. მათაც ჰქონდათ კარგი შანსები და ზოგიერთი მათგანი ვერ გამოიყენეს, ამიტომ პირველ რიგში მოხარულები ვართ, რომ აქ, ბერნაბეუზე გავიმარჯვეთ. თუმცა, მიუნხენში ძალიან რთული დავალება გველის.
რეალ მადრიდის რიგებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. ისინი წარმოუდგენლად სწრაფები არიან, აქვთ გამორჩეული დრიბლინგისა და გოლის დაგვირგვინების უნარი, რაც მათ წინააღმდეგ დაცვას ძალიან ართულებს. თუ კომპაქტურად ვითამაშებთ და ერთმანეთთან ახლოს ვიქნებით, უფრო გაგვიადვილდება. ამ გუნდთან და სამწვრთნელო შტაბთან მუშაობა სიამოვნებაა. ყველაფერი შესაძლებელია.