ლამინ იამალის შეყვარებულმა ფეხბურთელის ფოტო სახის ნიღბით გამოაქვეყნა.
ბარსელონას 18 წლის ვინგერის, ლამინ იამალის შეყვარებულმა, ინეს გარსიამ „სთორიში“ გამოაქვეყნა ფეხბურთელის ფოტო, სადაც ის საწოლში, სახის ნიღბით წევს.
„მსოფლიო ჩემპიონატისთვის იდეალურ ფორმაში იქნება. ნუ ნერვიულობთ მასზე“, - ასეთი წარწერა დატოვა გოგონამ ფოტოზე.
15 ივნისს ესპანეთი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს კაბო-ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.
ტურნირის სასტარტო შეხვედრაში იამალის მონაწილეობა ტრავმის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ფეხბურთელმა დაზიანება აპრილში, ლა ლიგის მატჩში, სელტასთან შეხვედრისას მიიღო.
