2026 წლის მსოფლიო ჩემპიობატზე სულ რაღაც 7 დღესა და 27 ჩატარებულ შეხვედრაში არბიტრებმა უკვე იმაზე მეტი წითელი ბარათი გამოიყენეს, ვიდრე 2018 და 2022 წლის მუნდიალების განმავლობაში.
ამ დროისთვის ტურნირზე უკვე 5 წითელი ბარათია ნაჩვენები და რაც ყველაზე საინტერესოა, ხუთივე მათგანი პირდაპირი გაძევება იყო. შედარებისთვის, წინა ორ მუნდიალზე 4-4 წითელი ბარათი დაფიქსირდა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიული რეკორდი 2006 წელს ეკუთვნის, როდესაც მსაჯებმა ფეხბურთელები მოედნიდან 28-ჯერ გააძევეს.
FOX Sports-ის წესების ანალიტიკოსი, მარკ კლატენბურგი ბარათების ამგვარ აფეთქებას იმით ხსნის, რომ ფეხბურთელები საჯარიმო მოედანთან უბრალოდ პანიკურ შეცდომებს უშვებენ.
გარდა ამისა, მისი თქმით, რადგან წელს ნაკრებების განაცხადი 26 ფეხბურთელამდე გაიზარდა, მოთამაშეები უფრო ადვილად რისკავენ უხეშობასა და მომდევნო მატჩის გამოტოვებას, რადგან იციან, რომ გუნდს მათი ჩანაცვლების რესურსი აქვს.