• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ანჩელოტი ენდრიკზე საუბრობს - იდგება ბრაზილიელი სასტარტოში?
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ანჩელოტი ენდრიკზე საუბრობს - იდგება ბრაზილიელი სასტარტოში?

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჰაიტისთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის ახალგაზრდა ვარსკვლავის, ენდრიკის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე ისაუბრა და გულშემატკივრებსა და მედიას მოთმინებისკენ მოუწოდა.


იტალიელმა სპეციალისტმა მიანიშნა, რომ მადრიდის რეალის თავდამსხმელი ჰაიტისთან გადამწყვეტ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში სავარაუდოდ არ იქნება, თუმცა მას მოედანზე საჭირო მომენტში აუცილებლად გამოიყვანს. ანჩელოტიმ ხაზი გაუსვა ენდრიკის განსაკუთრებულ ტალანტს და აღნიშნა, რომ ფეხბურთელი საკუთარი ასაკისთვის საოცრად მომწიფებულია, არ ჩქარობს და მისი ოჯახიც ანალოგიურ სიმშვიდეს ინარჩუნებს, რაც მის პროგრესს მხოლოდ წაადგება.

მწვრთნელმა დეტალურად განიხილა თავდასხმის ხაზში არსებული სხვადასხვა არჩევანი და ფეხბურთელების სტილისტური განსხვავებები. მისი თქმით, მათეუს კუნია უფრო მეტად სიღრმიდან თამაშობს და მეორე თავდამსხმელის თვისებები აქვს, ხოლო იგორ ტიაგო კლასიკური, ძლიერი და აგრესიული ცენტრფორვარდია.


რაც შეეხება ენდრიკს, ანჩელოტის განცხადებით, ის არცერთ ამ სტილს არ მიეკუთვნება - ის ექსტრაორდინალური ნიჭის მქონე მოთამაშეა, რომლის თვისებებსაც ბრაზილია მიმდინარე და მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატებზე მაქსიმალურად გამოიყენებს. მოსალოდნელია, რომ ჰაიტისთან სასტარტოში მათეუს კუნია და დანილო გამოჩნდებიან, ხოლო ლუკას პაკეტასა და დანილო სანტოსს შორის მწვრთნელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

სასტარტო ტურში მაროკოსთან დაფიქსირებული ფრეს შემდეგ, ბრაზილიის ნაკრებს ჯგუფიდან პირველი ან მეორე ადგილით გასასვლელად ჰაიტისთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. შეხვედრა ფილადელფიაში, ლინკოლნ ფინანსიალ ფილდზე გაიმართება, მატჩის დაწყებამდე კი ბრაზილიელებისთვის უკვე ცნობილი იქნება მათივე ჯგუფის პარალელური შეხვედრის შედეგი, სადაც შოტლანდია მაროკოს დაუპირისპირდება.


მიუხედავად გულშემატკივრების კრიტიკისა ენდრიკის სათადარიგო სკამზე დატოვების გამო, ანჩელოტი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელი მიმდინარე მუნდიალზე თავის სიტყვას მაინც იტყვის.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

brazil
ბრაზილია
ენდრიკი
haiti
კარლო ანჩელოტი
მსოფლიო ჩემპიონატი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მასპინძელი აშშ, ბრაზილია და თურქეთი - მორიგი დღე მუნდიალზე

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მასპინძელი აშშ, ბრაზილია და თურქეთი - მორიგი დღე მუნდიალზე
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„ის მესი ვერასდროს გახდება“ - რონალდუზე თავდასხმა გრძელდება

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„ის მესი ვერასდროს გახდება“ - რონალდუზე თავდასხმა გრძელდება
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბრძოლა პირველი ადგილისთვის - აშშ ავსტრალიის წინააღმდეგ

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბრძოლა პირველი ადგილისთვის - აშშ ავსტრალიის წინააღმდეგ
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბრაზილიის ნაკრების კრიზისი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბრაზილიის ნაკრების კრიზისი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

2 სთ წინ

მასპინძელი აშშ, ბრაზილია და თურქეთი - მორიგი დღე მუნდიალზე

News image

2 სთ წინ

„ის მესი ვერასდროს გახდება“ - რონალდუზე თავდასხმა გრძელდება

News image

1 სთ წინ

ბრძოლა პირველი ადგილისთვის - აშშ ავსტრალიის წინააღმდეგ

News image

1 სთ წინ

ბრაზილიის ნაკრების კრიზისი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება