ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ბრძოლა პირველი ადგილისთვის - აშშ ავსტრალიის წინააღმდეგ
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ბრძოლა პირველი ადგილისთვის - აშშ ავსტრალიის წინააღმდეგ

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფ D-ში ცენტრალური და პრინციპული დაპირისპირებისთვის ემზადებიან, სადაც აშშ-ის ნაკრები ავსტრალიას შეხვდება.


ეს მატჩი, სავარაუდოდ, ჯგუფში პირველი ადგილის ბედს გადაწყვეტს, რადგან ორივე გუნდმა სასტარტო ტურში დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვა - ამერიკელებმა პარაგვაი 4:1 გაანადგურეს, ხოლო ავსტრალიამ თურქეთი 2:0 დაამარცხა.


შეხვედრას სიეტლის სტადიონი უმასპინძლებს, რომელიც საფეხბურთო ციებ-ცხელებითაა მოცული, ბილეთები კი სულ რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბალანსის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გუნდმა არ უნდა დაკარგოს რეალობის შეგრძნება პარაგვაისთან მოპოვებული ეიფორიის გამო, მით უმეტეს, რომ ნაკრების მთავარი ვარსკვლავის, კრისტიან პულისიჩის თამაში მიღებული ტრავმის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ამერიკელთა ნახევარმცველმა კრისტიან როლდანმა, რომელიც სწორედ სიეტლში თამაშობს, აღნიშნა, რომ ავსტრალია ძალიან აგრესიული, ვერტიკალური და დაცვაში მყარი გუნდია, რის გამოც ზედმეტი თავდაჯერებულობა დაუშვებელია.


პოჩეტინომ ასევე გაიხსენა გასულ ოქტომბერში დენვერში გამართული ამხანაგური მატჩი, სადაც აშშ-მა ავსტრალიასთან ძლივს, 2:1 მოიგო და მას თავისი მუშაობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე რთული შეხვედრა უწოდა. მწვრთნელის თქმით, მეტოქეს საოცარი მენტალიტეტი და საკუთარი ძალების რწმენა აქვს, ამიტომ ამერიკელებს წესების ზღვარზე, მაქსიმალური კონტროლირებადი აგრესიით თამაში მოუწევთ, რათა უპირატესობა მოიპოვონ.

ტაქტიკური თვალსაზრისით, აშშ-ის ნაკრებს ავსტრალიის მყარი, დაბალი დაცვითი ბლოკის გარღვევა მოუხდება სწრაფი პასებითა და მოძრაობით. ამავდროულად, მათ მაქსიმალური ყურადღება მართებთ კონტრშეტევებზე, რადგან ავსტრალიელებს წინ ისეთი სწრაფი და სახიფათო შემტევები ჰყავთ, როგორებიც ნესტორი ირანკუნდა, მოჰამედ ტურე და კონორ მეტკალფი არიან. მცველმა სერხინიო დესტმაც დაადასტურა, რომ მატჩი ფიზიკურად ძალიან მძიმე იქნება, თუმცა გულშემატკივარი ნამდვილ სანახაობას იხილავს.


საინტერესოა, რომ სიეტლი პირადად პოჩეტინოსთვისაც სიმბოლურია - ზუსტად 12 წლის წინ, სწორედ ამ ქალაქში შედგა მისი დებიუტი ლონდონის ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

აშშ
australia
ავსტრალია
მსოფლიო ჩემპიონატი
usa
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მასპინძელი აშშ, ბრაზილია და თურქეთი - მორიგი დღე მუნდიალზე

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მასპინძელი აშშ, ბრაზილია და თურქეთი - მორიგი დღე მუნდიალზე
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„ის მესი ვერასდროს გახდება“ - რონალდუზე თავდასხმა გრძელდება

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„ის მესი ვერასდროს გახდება“ - რონალდუზე თავდასხმა გრძელდება
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბრაზილიის ნაკრების კრიზისი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბრაზილიის ნაკრების კრიზისი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ანჩელოტი ენდრიკზე საუბრობს - იდგება ბრაზილიელი სასტარტოში?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ანჩელოტი ენდრიკზე საუბრობს - იდგება ბრაზილიელი სასტარტოში?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

2 სთ წინ

მასპინძელი აშშ, ბრაზილია და თურქეთი - მორიგი დღე მუნდიალზე

News image

1 სთ წინ

„ის მესი ვერასდროს გახდება“ - რონალდუზე თავდასხმა გრძელდება

News image

1 სთ წინ

ბრაზილიის ნაკრების კრიზისი

News image

1 სთ წინ

ანჩელოტი ენდრიკზე საუბრობს - იდგება ბრაზილიელი სასტარტოში?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება