8 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოლდ ტრაფორდის თაობაზე მან იუნაიტედი გადაწყვეტილებას მომავალ ზაფხულზე ადრე ვერ მიიღებს.
კლუბი ჯერჯერობით მერყეობს, განაახლოს ამჟამინდელი არენა, თუ სრულიად ახალი ააშენოს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, ახლანდელი გამოკითხვა, რომლის ფარგლებშიც მანჩესტერის დაახლოებით 500 ათასი გულშემატკივარი გამოიკითხა, აჩვენებს იმას, რომ 52% ახალი სტადიონის აშენებას უჭერს მხარს, 31%-ს ოლდ ტრაფორდის რეაბილიტაცია ურჩევნია, 17%-მა კი ვერ გადაწყვიტა, რომელი ვარიანტი სჯობს.
ახალი სტადიონის მშენებლობის შემთხვევაში, ხელმძღვანელობა ოლდ ტრაფორდის გარშემო დამატებითი მიწის მითვისებას ისურვებდა. ამჟამად, 40 ჰექტარის მოცულობის მიწას რკინიგზის სატვირთო ტერმინალი იკავებს.
თავდაპირველი გეგმაა, რომ კლუბი სტადიონს სრულად თავისი ხარჯებით ააშენებს, თუმცა არ გამოირიცხება ასევე სახელმწიფო დახმარების მოთხოვნაც, რომელიც სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ ხარჯებს დაფარავს და პროექტი ისე რეალიზდება, რომ მთელ ქალაქს წაადგეს.
საბოლოო გადაწყვეტილებას მიღებას კლუბი ზაფხულის მოახლოვებისკენ აპირებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები