-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ს თანაბომბარდირი გახდა.
უეფას ახალი რეგლამენტის თანახმად, ოქროს ბუცი გადაეცემა ყველა ფეხბურთელს, ვისაც ყველაზე მეტი გოლი აქვს ტურნირზე გატანილი, განურჩევლად შესრულებული გადაცემებისა.
შესაბამისად, ევრო 2024-ს ოქროს ბუცს ექვსი ფეხბურთელი დაეუფლება: დანი ოლმო, კოდი გაკპო, გიორგი მიქაუტაძე, ჰარი კეინი, ჯამალ მუსიალა და ივან შრანცი.
ყველა მათგანმა ტურნირზე სამი გოლის გატანა შეძლო და ევრო 2024-ს საუკეთესო თანაბომბარდირი გახდა.
თავისი გოლები მიქაუტაძემ თურქეთის, ჩეხეთის და პორტუგალიის კარში გაიტანა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები