მადრიდის რეალმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
მადრიდის რეალმა და იბრაჰიმა კონატემ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც ფრანგი მცველი მომდევნო 4 სეზონის განმავლობაში, 2030 წლის 30 ივნისამდე, რეალის ფეხბურთელი იქნება.
კონატემ, რომელიც ლივერპულში 2021 წლიდან თამაშობდა, მერსისაიდული კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
მარკ კუკურელიასა და ბერნარდუ სილვას შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების 27 წლის მცველი ჟოზე მოურინიოს მე-3 ოფიციალური ტრანსფერია.
ოფიციალურად: ბერნარდუ სილვა რეალის ფეხბურთელია