რონალდ კუმანმა ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დატოვა.
63 წლის სპეციალისტის წასვლის მიზეზი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში მაროკოსთან სენსაციური მარცხი და ტურნირიდან ნაადრევად გამოვარდნა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ჯგუფი იოლად მოიგო, კუმანს მუნდიალზე არასწორი ტაქტიკის გამო მკაცრად აკრიტიკებდნენ.
მაროკოსთან წაგების შემდეგ კუმანმა საკუთარი გადაწყვეტილებები დაიცვა და აღნიშნა, რომ ყველაფერს თავიდან ზუსტად ისევე გააკეთებდა. თუმცა, კრიტიკამ და არასახარბიელო შედეგებმა მისი მეორე სამწვრთნელო ციკლის დასრულება მაინც გამოიწვია.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ კუმანის ხელმძღვანელობით ნიდერლანდებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიფას რეიტინგის ტოპ-25-ის წევრი ვერცერთი გუნდის დამარცხება ვერ შეძლო (6 ფრე, 8 მარცხი).
ნიდერლანდების ფეხბურთის კავშირი ახალი მწვრთნელის ძებნას უახლოეს პერიოდში დაიწყებს, რათა გუნდმა მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დროულად დაიწყოს.