ნიდერლანდების ნაკრების ტექნიკურმა დირექტორმა ნაიჯელ დე იონგმა განაცხადა, რომ ჩავი ერნანდესი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მე-3 კანდიდატი იყო.
„რონალდ კუმანის შემცვლელად ჩვენი პირველი კანდიდატი პეპ გვარდიოლა იყო, თუმცა მას ერთი წლით დასვენება სურდა.
ჩვენი მეორე კანდიდატი არნე სლოტი იყო, მაგრამ მან საკლუბო ფეხბურთში მუშაობის გაგრძელება ამჯობინა.
ამის შემდეგ კი მესამე კანდიდატზე გადავედით, ადამიანზე, რომელიც ახლა ჩემ გვერდით ზის, ჩავი ერნანდესზე.“ - განაცხადა დე იონგმა.
აღნიშნულ განცხადებას თავად ესპანელმა სპეციალისტმაც უპასუხა:
დიდი ამბავი არ არის, რომ გვარდიოლასა და სლოტის შემდეგ მესამე არჩევანი ვიყავი.
ჩავი ერნანდესმა ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2030 წლის ჩათვლით დაინიშნა. უკვე ცნობილია, რომ მისი ასისტენტი რუუდ ვან ნისტელროი იქნება.