მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფამალიკაოს ოფიციალური გვერდის განცხადებით, პორტუგალიურმა კლუბმა იბერია 1999-თან შეთანხმებას მიაწღია ოთარ მამაგეიშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით და 22 წლის ნახევარმცველმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
"ეს ცვლილება უდაოდ ძალიან სასარგებლოა ჩემი კარიერისთვის. კლუბ ფამალიკაოს სიდიდემ დამარწმუნა, რომ ეს ჩემი უნარების განვითარებისთვის სწორი ნაბიჯია.
როგორც კი შეთავაზება მივიღე, აღტაცებით შევხვდი. კლუბის პროექტი, ინფრასტრუქტურა და გულშემატკივრები ფუნდამენტური იყო, რომ ჩემი ქვეყანა დამეტოვებინა და ახალი გამოწვევა დამეწყო." - განაცხადა ნახევარმცველმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
იბერიას ახალგაზრდა მოთამაშე საქართველოს ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა და გუნდთან ერთად ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
მამაგეიშვილი საბურთალოს აკადემიის აღზრდილია, მას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში 18 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი.
რაც შეეხება ფამალიკაოს, გუნდი პორტუგალიის 18-გუნდიან ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-12 ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები