-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ლიგის ფაზის ბოლო ტურში სამივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაშია.
ირაკლი აზაროვის შახტარი სიგნალ იდუნა პარკზე დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდება.
გურამ კაშიას სლოვან ბრატისლავა ალიანს არენაზე მიუნხენის ბაიერნს შეხვდება, ოთარ კიტეიშვილის შტურმ გრაცი კი საკუთარ მოედანზე ლაიფციგს მიიღებს.
შტურმსა და სლოვანს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი აღარ აქვთ, შახტარს კი შანსი დარჩენილი აქვს და გერმანიაში მოსაგებად იბრძოლებს.
მატჩები 23:59 საათზე დაიწყება. ჩემპიონთა ლიგაზე პარალელურად 18 მატჩი ჩატარდება.
ლიგის ფაზის ბოლო ტური - 18 მატჩი პარალელურად და ბრძოლა პლეიოფისთვის
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები