Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალის, მან იუნაიტედის და საფრანგეთის ნაკრების ექს-მცველმა, რაფაელ ვარანმა, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
„ამბობენ, ყველაფერი კარგი ოდესმე მთავრდება.
ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრ გამოწვევას შევეჭიდე, რომელთაგან უმეტესობა შეუძლებელს ჰგავდა. დაუვიწყარი ემოციები, განსაკუთრებული მომენტები, რომელიც ჩემს მოგონებაში სამუდამოდ იცხოვრებს. ამ მომენტების გადახედვისას, უდიდესი სიამაყით და შესრულებული გრძნობით შემიძლია გამოვაცხადო, რომ მივდივარ თამაშიდან, რომელიც ყველა ასე გვიყვარს.
მადლობა, ფეხბურთო." - წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მან იუნაიტედიდან წასვლის შემდეგ ვარანმა ორწლიანი კონტრაქტი იტალიურ კომოსთან გააფორმა, თუმცა პრესეზონზე მორიგი სერიოზული ტრავმა მიიღო და ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები