მარსელის ოლიმპიკმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დე ძერბიმ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობის დასრულების შესახებ განაცხადეს.
"კლუბის მენეჯმენტის ყველა მხარეს შორის - მფლობელს, პრეზიდენტს, სპორტულ დირექტორსა და მთავარ მწვრთნელს შორის - გამართული განხილვების შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პირველი გუნდის ხელმძღვანელობაში ცვლილების განხორციელების შესახებ.
ეს იყო რთული კოლექტიური გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, კლუბის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რათა სათანადოდ პასუხი გაეცა სეზონის დასრულების ეტაპზე არსებულ სპორტულ გამოწვევებს.
მარსელის ოლიმპიკი მადლობას უხდის რობერტო დე ძერბის თავდადებას, ერთგულებას, პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლიანობას, რაც განსაკუთრებით გამოიხატა გუნდის მიერ 2024/25 სეზონში მეორე ადგილის დაკავებაში.
კლუბი მას მომავალ კარიერაში წარმატებებს უსურვებს." - წერია ფრანგული კლუბის განცხადებაში.
იტალიელი სპეციალისტი მარსელს 2024 წლიდან წვრთნიდა. ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში გუნდი 39 ქულით მე-4 ადგილზეა და მესამეადგილოსან ლიონს 3 ქულით ჩამორჩება. ამასთან ოლიმპიკი ჩემპიონთა ლიგაზე ლიგის ფაზაში ჩარჩა და პლეიოფში ვერ გააღწია.