ლონდონურმა კლუბმა იტალიელ სპეციალისტთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მხარეებს მხოლოდ ბოლო დეტალების დაზუსტება დარჩათ.
დე ძერბი, რომელიც ბოლოს მარსელს წვრთნიდა, პრემიერ ლიგაში ბრუნდება, რათა მძიმე კრიზისში მყოფი ტოტენჰემი გადაარჩინოს — გუნდი 31 ტურის შემდეგ 30 ქულით მე-17 ადგილზეა და გავარდნის საფრთხის წინაშე დგას.
იტალიელ სპეციალისტს პრემიერ ლიგაში მუშაობის გამოცდილებაც უმაგრებს ზურგს — 2022-2024 წლებში ის ბრაიტონს წვრთნიდა.
პრემიერ ლიგაში ამ სეზონში ტოტენჰემს 7 მატჩი დარჩა ჩასატარებელი, გასავარდნ ზონას გუნდი მხოლოდ 1 ქულით არის მოშორებული.