• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • instagram icon
ტუდორი, მოიესი და სხვები — პრემიერ ლიგის ყველა დროის 10 ყველაზე ცუდი მწვრთნელი
ფეხბურთიფეხბურთი

ტუდორი, მოიესი და სხვები — პრემიერ ლიგის ყველა დროის 10 ყველაზე ცუდი მწვრთნელი

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მართალია, ზოგადად დევიდ მოიესი ზოგადად ნამდვილად არ არის პრემიერ ლიგის ცუდ მწვრთნელებს შორის მოსახსენიებელი, თუმცა მის მანჩესტერულ პერიოდს ფანებიც და ალბათ ის თავადაც დიდი ტკივილით იხსენებენ.


დევიდ მოიესის „მემკვიდრეობა" მანჩესტერში, ფრანკ დე ბურის „მშრალი" სერია და ენჟ პოსტეკოგლუს 39-დღიანი ქაოსი ნოტინგემში.


წარმოგიდგენთ პრემიერ ლიგის 10 ყველაზე კოშმარულ სამწვრთნელო ეპიზოდს.


10. რემი გარდი (ასტონ ვილა)



არსენალის ყოფილი ვარსკვლავისგან, რემი გარდისგან, ასტონ ვილაში ბევრს ელოდნენ, თუმცა მისი პერიოდი კატასტროფული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ მის განკარგულებაში ისეთი მოთამაშეები იყვნენ, როგორებიც არიან ჯეკ გრილიში და იდრისა გეი, გარდიმ პრემიერ ლიგის 20 მატჩიდან მხოლოდ 2-ის მოგება მოახერხა. ლიონში წარმატებული მუშაობის შემდეგ, ამ მარცხმა მისი ევროპული კარიერა ფაქტობრივად დაასრულა და ის სამუშაოდ MLS-ში გადავიდა.


9. დევიდ მოიესი (მანჩესტერ იუნაიტედი)



ალექს ფერგიუსონის მემკვიდრედ შერჩეულმა მოიესმა მოქმედი ჩემპიონი გუნდი ჩაიბარა, თუმცა მოლოდინები ვერანაირად ვერ გაამართლა. მისი ხელმძღვანელობით მანჩესტერ იუნაიტედმა „გამარჯვების ფილოსოფია“ დაკარგა და კლუბის ისტორიაში წარუმატებლობის ხანგრძლივი სერია დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით სხვა მწვრთნელებსაც გაუჭირდათ, სწორედ მოიესი დარჩა იმ ადამიანად, ვინც გრანდის ეს დაღმასვლა დაიწყო.


8. როი ჰოჯსონი (უოტფორდი)



გამოცდილი სპეციალისტი უოტფორდში იმ იმედით მიიწვიეს, რომ ის გუნდს პრემიერ ლიგაში ადგილს შეუნარჩუნებდა, თუმცა რეალობა სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა. ჰოჯსონმა ვერ შეძლო დაქსაქსული გასახდელის გაერთიანება და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი შედეგი აჩვენა — მან საკუთარ მოედანზე ერთი მატჩის მოგებაც კი ვერ მოახერხა. მის წასვლას გულშემატკივრებთან დაძაბული ურთიერთობაც დაემატა.


7. პოლ ჯუელი (დერბი ქაუნთი)



მართალია, პოლ ჯუელს წარსულში ბრედფორდ სიტისა და უიგან ატლეტიკში წარმატებული პერიოდი ჰქონდა, თუმცა დერბი ქაუნთიში მისი მოღვაწეობა ნამდვილ კოშმარად იქცა. მან გუნდი 2007 წლის ნოემბერში ჩაიბარა, მაგრამ პრემიერ ლიგის ჩატარებულ 24 მატჩში ვერცერთი გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. საბოლოოდ, დერბი სარეკორდოდ დაბალი მაჩვენებლით, სულ რაღაც 11 ქულით გავარდა, ჯუელის კარიერა კი ამ მარცხის შემდეგ მნიშვნელოვნად დაღმასვლა დაიწყო.


6. ნათან ჯონსი (საუთჰემპტონი)



არცერთ მწვრთნელს პრემიერ ლიგისთვის იმდენი „კონტენტი“ არ მიუცია ასე მოკლე დროში, რამდენიც ნათან ჯონსმა თავისი უცნაური ინტერვიუებითა და ციტატებით. ის ამტკიცებდა, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა რეალობა მწარე აღმოჩნდა — 8 მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება. მისი ხელმძღვანელობით საუთჰემპტონი ცხრილის ბოლოში აღმოჩნდა, რის გამოც გულშემატკივრებმა მის წინააღმდეგ პროტესტი პირდაპირ სტადიონზე მოაწყვეს.


5. ალან შირერი (ნიუკასლი)



საწყალი ალან შირერი — ნორმალური კლუბი ასეთ მძიმე სიტუაციაში გამოუცდელ ადამიანს სათავეში არ ჩააყენებდა, თუმცა მან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ამისთვის საფასურიც გადაიხადა. 2009 წლის აპრილში, როცა გუნდს გავარდნა ემუქრებოდა, მაიკ ეშლიმ გულშემატკივრების გასამხნევებლად კლუბის ლეგენდა დანიშნა, მაგრამ 8 მატჩში შირერმა მხოლოდ ერთი გამარჯვების მოპოვება შეძლო. მისი საყვარელი გუნდი სეზონის ბოლო დღეს, ასტონ ვილასთან მარცხის შემდეგ პრემიერ ლიგიდან გავარდა და ნიუკასლის ქომაგები, შირერის ლეგენდაზე საუბრისას, ამ თავის გახსენებას ყოველთვის ერიდებიან.


4. ფელიქს მაგათი (ფულემი)



გერმანიაში მოპოვებული ტიტულების შემდეგ, ფელიქს მაგათის მოსვლა ფულემში დიდი მოვლენა იყო, თუმცა მისი მოღვაწეობა უფრო უცნაური მეთოდებით დაამახსოვრდათ, ვიდრე შედეგებით. მაგათმა 12 მატჩიდან 3-ის მოგება კი მოახერხა, მაგრამ მოედნის მიღმა მისი გავლენა დამანგრეველი აღმოჩნდა — მაგალითად, გუნდის კაპიტანს, ბრედე ჰანგელანდს, კუნთის ტრავმის მოსარჩენად ფეხზე ყველის წასმას აიძულებდა. მოთამაშეებთან კონტაქტის დაკარგვისა და ჩემპიონშიპში დაქვეითების შემდეგ, მაგათმა პოსტი მალევე დატოვა.


3. იგორ ტუდორი (ტოტენჰემი)



ამ რეიტინგის ყველაზე ახალი წევრი — იგორ ტუდორი იყო პირველი, ვისაც 2025-26 წლების სეზონში ტოტენჰემის პრემიერ ლიგიდან გავარდნისგან გადარჩენა დაევალა, თუმცა მან გუნდის ვარდნა კიდევ უფრო დააჩქარა. ხორვატი სპეციალისტი „მეხანძრედ“ მიიწვიეს, მაგრამ მან ინგლისურ ფეხბურთში არსებული სირთულეები სათანადოდ ვერ შეაფასა და არსენალთან 4:1 მარცხის შემდეგ აღიარა, რომ მსგავს სიტუაციაში არასდროს ყოფილა. მისი 44-დღიანი მმართველობა ტრავმების კრიზისით, ფეხბურთელებთან დაპირისპირებით და 5 მატჩში ნული გამარჯვებით დასრულდა, რასაც ტრაგიკულად დაემთხვა მწვრთნელის მამის გარდაცვალებაც.


2. ენჟ პოსტეკოგლუ (ნოტინგემ ფორესტი)



ენჟ პოსტეკოგლუს პერიოდი ნოტინგემ ფორესტში ნამდვილი ქაოსით დაიწყო და დასრულდა. მას შემდეგ, რაც კლუბის მფლობელმა, ევანგელოს მარინაკისმა, ევროთასებზე გამყვანი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ მოულოდნელად გაათავისუფლა, პოსტეკოგლუს მომზადების გარეშე მოუწია გუნდის ჩაბარება. შედეგად, მან პრემიერ ლიგის 5 მატჩიდან 4 წააგო, ხოლო მისი 39-დღიანი ერა დამამცირებლად დასრულდა — ჩელსისთან 3:0 მარცხიდან სულ რაღაც 18 წუთში ის ოფიციალურად გაათავისუფლეს და სტადიონი საკუთარი ავტომობილით სასწრაფოდ დატოვა.


1. ფრანკ დე ბური (კრისტალ პალასი)



თუ ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი ხარ, სავარაუდოდ, ასეც არის. კრისტალ პალასი ნიდერლანდელს იმ იმედით ენდო, რომ ის გუნდის სათამაშო სტილს შეცვლიდა, თუმცა ექსპერიმენტი სრული კრახით დასრულდა. დე ბური დღემდე რჩება ერთადერთ მუდმივ მწვრთნელად, რომელმაც პრემიერ ლიგაში ყველა მატჩი წააგო (4-დან 4) და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ერთი გოლის გატანაც კი ვერ მოახერხა. სტივ პარიშმა ეს „წამება“ სექტემბერშივე დაასრულა და პოსტზე როი ჰოჯსონი დააბრუნა.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

პრემიერ ლიგის გრანდების ყველაზე ღირებული ფეხბურთელები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის გრანდების ყველაზე ღირებული ფეხბურთელები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუის ენრიკე და მანჩესტერი: გეგმები იცვლება?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუის ენრიკე და მანჩესტერი: გეგმები იცვლება?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ბობი გენიოსი იყო, მო კი — გადამწყვეტი ძალა“ — იურგენ კლოპი ლივერპულის ლეგენდარულ ტრიოს იხსენებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ბობი გენიოსი იყო, მო კი — გადამწყვეტი ძალა“ — იურგენ კლოპი ლივერპულის ლეგენდარულ ტრიოს იხსენებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსი როსენიორს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასვლასაც აპატიებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსი როსენიორს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასვლასაც აპატიებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

27 მარ, 2026

პრემიერ ლიგის გრანდების ყველაზე ღირებული ფეხბურთელები

News image

27 მარ, 2026

ლუის ენრიკე და მანჩესტერი: გეგმები იცვლება?

News image

27 მარ, 2026

„ბობი გენიოსი იყო, მო კი — გადამწყვეტი ძალა“ — იურგენ კლოპი ლივერპულის ლეგენდარულ ტრიოს იხსენებს

News image

25 მარ, 2026

ჩელსი როსენიორს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასვლასაც აპატიებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება