ESPN-მა პრემიერ ლიგის ტოპ-კლუბების ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული ფეხბურთელების სია შეადგინა.
მოთამაშეების მნიშვნელობის შეფასებისას, ავტორები ითვალისწინებდნენ როგორც პრეტენდენტების ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, ისე მათ როლს კლუბების ტაქტიკაში. განიხილებოდნენ მხოლოდ ისინი, ვინც ამ სეზონში პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ 900 წუთი ჩაატარა.
არსენალში MVP-ის სახით დეკლან რაისი შეირჩა, ასევე სამეულში არიან გაბრიელ მაგალიაეში და დავიდ რაია.
ჩელსი: რის ჯეიმსი, მოისეს კაისედო და ენცო ფერნანდესი.
ლივერპული: დომინიკ სობოსლაი, ვირჯილ ვან დაიკი და უგო ეკიტიკე.
მანჩესტერ სიტი: ერლინგ ჰალანდი, როდრი და ბერნარდუ სილვა.
მანჩესტერ იუნაიტედი: ბრუნო ფერნანდეში, მათეუს კუნია და ბრაიან მბიუმო.
ტოტენჰემი: კრისტიან რომერო, არჩი გრეი და რიშარლისონი.